ქუთაისის აეროპორტში 10 ქართველი ახალგაზრდა ქალის დაკავების საფუძველზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს | Allnews.Ge

ქუთაისის აეროპორტში 10 ქართველი ახალგაზრდა ქალის დაკავების საფუძველზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს

შსს-ში ადასტურებენ, რომ ქუთაისის აეროპორში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში კონკრეტული პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

როგორც უწყებაში განგვიმარტეს, დამატებით ინფორმაციას აეროპორტში მიმდინარე ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაავრცელებენ.

ქუთაისის აეროპორტში 10 ახალგაზრდა ქართველი ქალი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანივს ფაქტზე მოხდა. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი.

myquiz