როგორია საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა | Allnews.Ge

როგორია საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

სპეციალისტების შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ასაკი 75 წელია. ამასთან, გაზრდილია პენსიონირთა რაოდენობაც, შესაბამისად ერი ბერდება.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014-2015 წლებში მამაკაცებს შორის სიცოცხის საშუალო ხანგრძლივობა 68.6-ს შეადგენდა, ხოლო ქალებში 77.2 იყო. სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში მოხუცებულებისა და ახალშობილების შეფარდება დისპროპორციულია.

როგორც დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ ALLNEWS-სთან საუბრისას აცხადებს, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით განსხვავებულია.

"საქართველოში 90-იან წლების შემდეგ, სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველწლიურად იზრდებოდა.

თუმცა, რეგიონების მიხედვით, ეს მაჩვენებელიც განსხვავებულია. მაგალითად, რაჭაში, სვანეთში, ფშავ-ხევსურეთში საშუალო ასაკი 76-77 წელია, ხოლო ბარში 72-73-ა. აქედან გამომდინარე საქართველოში სიცოცხლის საშუალო ასაკი 75 წელი გამოდის.

სიცოცხლის საშუალო ასაკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ პარალელურად ხანდაზმულთა რაოდენობაც იზრდება.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, პენსიონერთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა. ქვეყანაში ხანდაზმულთა მოკვდაობა მცირდება.

თუმცა, ბოლო 20 წელია იზრდება მოკვდაობა ახალგაზრდა და საშუალო თაობის ასაკში.

ძირითადად ეს არის უბედური შემთხვევების გამო ხდება." - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, 2025 წლამდე ყოველწლიურად პენსიონერთა რაოდენობის 5-6 ათასით ზრდას უნდა ველოდოთ. როგორც ჩიბურდანიძემ განაცხადა პენსიონერთა ზრდა ორი მიზეზით არის განპირობებული. პირველი - საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაზე ჯანდაცვის პროგრამები მოქმედებს, მეორე - დაახლოებით, 60-იან წლებში საქართველოში 1 მილიონ 300 ათასი ახალშობილი დაიბადა. ახლა სწორედ ეს თაობა შედის საპენსიო ასაკში.

"ბოლო წლებში ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკა ხორციელდება. ჩვენ ვუახლოვდებით იმ ზღვარს, რაც გაერომ გვიწინასწარმეტყველა, რომ საქართველოს 2050 წელს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება".

ჩიბურდანიძის თქმით, ერის დაბერება ქვეყნისთვის კარგი ტენდეცია მაშინ არის, როდესაც მოხუცების რაოდენობა შობადობის რაოდენობის პირდაპირპროპორციულია.

როგორც სპეციალისტი ამბობს, პენსიონერთა ზრდა სახელმწიფოს 2020 წელს სერიოზულ ზეწოლად დააწვება.

myquiz