როგორი შეიძლება იყოს "მომავლის თბილისი" | Allnews.Ge

როგორი შეიძლება იყოს "მომავლის თბილისი"

საცობები, ჰაერის დაბინძურების დონის მატება, გარემოს დაცვის საკითხები - ეს ის პრობლემებია, რაზეც დედაქალაქში ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, თბილისის მერიამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა სამსახურებმა არაერთი პროექტის ამოქმედება დააანონსეს, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, თბილისის იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვლება.

Allnews.ge გთავაზობთ პროექტების არასრულ ჩამონათვალს, რომელებიც ახლო მომავალშია დაგეგმილი.

ვერტიკალური პარკინგები

პირველი კონსტრუქცია მაქსიმუმ 4 თვეში დამზადდება. კონსტრუქცია 4-სექციიანი იქნება და ერთმანეთს თავზე დაედება. პირველი კონსტრუქცია 10 მანქანაზე იქნება გათვლილი.

2017 წლიდან თბილისში მყარი მუნიციპალური ნარჩენების (მმნ) გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყება. თანამედროვე ნაგავსაყრელს კომპანია, შპს. "კა დე ვე ჯორჯია" ააშენებს. მშენებლობა დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება. კომპანია სხვადასხვა ნედლეულის წარმოებას უზრუნველყობს, მათ შორის შესაძლებელია დიზელის წარმოება.

ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს

მომავალი წლის დასაწყისიდან თბილისში დასუფთავების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილემ, დავით დოლიძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად, 20 ინსპექტორი თბილისის ცენტრალურ უბნებში იმუშავებს და ნაგვის ძირს დაგდების შემთხვევაში მოქალაქეებს პირველ ჯერზე სიტყვიერად გააფრთხილებს, შემდგომ კი დააჯარიმებს.

შემდეგი პროექტი, რომელიც თბილისს ელოდება ველობილიკებია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფი თბილისის ველო ქსელის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს.

კონცეფციის მიხედვით, ველოქსელის ძირითად მარშრუტებში სამი უბანი გამოიყო:

1. ვაჟა ფშაველას გამზირი - ქავთარაძის ქუჩა - ყაზბეგის გამზირი - პეკინის გამზირი

2. ჭავჭავაძის გამზირი - მელიქიშვლის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედანი - პუშკინის ქუჩა - შავთელის ქუჩა - ერეკლე მე2-ს ქუჩა.

3. ზაარბრიუკენის მოედანი - აღმაშენებლის გამზირი.

თბილისში ველობილიკები გაჩნდება

თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი ლოკაცია დამონტაჟდება.

ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა. როგორც მუმლაძემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, პირველ წელს აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასო იქნება.

"დამონტაჟდება სვეტი, რომელთანაც შეუძლია მოქალაქეს მივიდეს და თავისი ელექტრომობილი დატენოს. დედაქალაქში უკვე მოძრაობს 12-14 ელექტრომობილი. გამოცხადდა რამდენიმე ქუჩა საფეხმავლოდ, მათ შორის ბოტანიკურ ბაღთან. სწორედ აქ ვმუშაობთ, რომ გავაჩინოთ ელექტრომობილი, რომელიც ტურისტებისთვის იმუშავებს", - აღნიშნა მუმლაძემ.

დედაქალაქში მალე "მწვანე სახურავები" და ტერასები გამოჩნდება

"მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით. დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან", - განაცხადა ნარმანიამ.

მომავლის 10 გრანდიოზული არქიტექტურული პროექტი

2018 წლიდან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების თანახმად ნაგვის დახარისხება დაიწყება. დედაქალაქში ნარჩენების დახარისხებისთვის განკუთვნილი ურნები გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებში, სადაც ნარჩენებს სამაგალითოდ მართავენ, ტარიფიც გაცილებით მაღალია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დასუფთავების მოსაკრებელი ერთ ადამიანზე თვეში 3 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ზოგ მუნიციპალიტეტში ან საერთოდ არ არსებობს დასუფთავების მოსაკრებელი, ან არის, მაგრამ თვეში ერთ ლარამდეც ვერ აღწევს. იმ სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობაც კი, რომელსაც ნარჩენების გატანის სერვისი მიეწოდება, ხშირ შემთხვევაში არ იხდის დასუფთავების გადასახადს. 

ამასთან, ცოტა ხნის წინ შპს "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მომავალი წლიდან თბილისში მიწისქვეშა კონტეინერებების განთავსებას იგეგმება.

"ნაგვის ურნებისთვის ქალაქში ადგილი აღარ მოიძებნება. არც პარკინგის ადგილია. დაპარკინგების მიზნით ზოგიერთ ადგილებში ადამიანები ურნებს თავად გადაადგილებენ და ზოგჯერ შუა ქუჩაში დგამენ. ჩვენი ქალაქისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ადგილი მცირეა, ვერც მანქანას გააჩერებ და ვერც ნაგვის ურნას დადგამ. ამიტომ გვინდა ისეთ ადგილებში, სადაც მჭიდრო მოძრაობა და პარკინგის პრობლემაა, მიწისქვეშა კონტეინერები განვათავსოთ.

ამ ნაგვის ურნების დაცლა ყოველი 2-3 საათის ნაცვლად, 3-4 დღეში იქნება საჭირო. ეს მომავლის პროექტია და გვინდა, რომ მომავალი წლიდან განვახორციელოთ", - განაცხადა "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ.

ეს არის იმ პროექტების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს სამომავლოდ ელოდება. განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს თუ გავითვალისწინებთ, "მომავლის თბილისი" უფრო კომფორტული, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz