თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს | Allnews.Ge

თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნია, - ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ განაცხადა.

"ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება ვიაჩესლავ გროზნი. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კანდიდატურა იყო - იყო ჰოლანდიური, ბელგიური, გერმანული და ავსტრიული ვარიანტები, ვისაც კვალიფიკაცია არ დაეწუნებათ, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო ისეთი მწვრთნელის მოყვანა, რომელიც იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, რაც გვსურდა.

მათი ბიოგრაფიის დროს აქცენტს ვაქცევდით იმაზე, რომ იმ თამაშის მიმდევრები ყოფილიყვნენ, რომელიც ქართულ ფეხბურთს სჩვევია - ტექნიკური და შემტევი ფეხბურთი. გვსურს, ეს ტრადიცია გაგრძელდეს. არჩევანი გროზნიზე სწორედ ამიტომ გაკეთდა.

კონტრაქტი სამწლიანია, 1+2 სისტემით. ვისურვებდით, ჩვენი ურთიერთობა იყოს ხანგრძლივი. კონტრაქტის გაფორმება იანვრიდან გვსურდა, მაგრამ რომან ფიფიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჯერ მომხდარიყო მისი გუნდთან შეგუება, შემდეგ გაფორმებულიყო კონტრაქტი. ამიტომ 1+2 კონტრაქტს ეს რამდენიმე თვეც ემატება", - განაცხადა სალუქვაძემ.

myquiz