უხვი ნალექის გამო, "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს | Allnews.Ge

უხვი ნალექის გამო, "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო შპს "თბილსერვის ჯგუფი" მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, კოჯორში, ბეთანიასა და კიკეთში მობილიზებულია ტექნიკა და ადგილზე იმყოფებიან "თბილსერვის ჯგუფის" სპეც-თანამშრომლები.

"მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი. გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაშიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

შპს "თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას უხვი ნალექისა და ამინდის გაუარესების გამო თავი შეიკავონ აღნიშნულ მონაკვეთებზე ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

myquiz