თბილისის შემოგარენში შესაძლოა მოთოვოს | Allnews.Ge

თბილისის შემოგარენში შესაძლოა მოთოვოს

26 ოქტომბერს თბილისის შემოგარენში შესაძლოა მოთოვოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 26 ოქტომბერს, თბილისში მოსალოდნელია ნალექი და ნისლი, დედაქალაქის შემოგარენში კი, არ არის გამორიცხული თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კერძოდ, საუბარია წყნეთზე, კოჯორსა და ოქროყანაზე. ასევე, შესაძლოა თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კახეთის ზოგიერთ რაიონშიც.

ხვალ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით +10 +15, აღმოსავლეთში +2 +7, თბილისში კი +6 გრადუსი იქნება.

26 ოქტომბერს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10 +15, აღმოსავლეთში +2 +6, თბილისში კი, +4 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები გამოდარებას 27 ოქტომბრიდან ელოდებიან.

myquiz