მარნეულის # 48 საარჩევნო უბანზე შუქი გაითიშა | Allnews.Ge

მარნეულის # 48 საარჩევნო უბანზე შუქი გაითიშა

მარნეულის # 48 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთით შუქი გაითიშა. ამის გამო დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში საარჩევნო პროცესი შეჩერებული იყო.

ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ოთახში შემავალი ხაზის გაწყვეტა გახდა. სპეციალისტებმა ხაზი მალევე აღადგინეს.

ელექტროენერგია მხოლოდ იმ ოთახს არ მიეწოდებოდა, სადაც ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა.

"რამდენიმე წუთით შეწყდა ელექტროენერგია და ამის გამო ამომრჩეველი აღარ შევუშვით უბანზე. დაზიანებული ხაზის შეკეთება დროულად მოხდა და კენჭისყრაც უკვე აღდგენილია", - განაცხადა საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

არსებული ინფორმაციით, სკოლის ეზოში, სადაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, გარეგანათების დამონტაჟებას ცდილობდნენ, რა დროსაც შენობაში შემავალი სადენი გაწყდა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, საოლქო კომისიის ინფორმაციით, 18:00 საათისთვის 1434 ამომრჩევლიდან ხმა 680 მისცა, რაც ამომრჩეველთა 40 %-ზე მეტია. დაწერილია 9 საჩივარი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.

myquiz