ხაშურში ქალმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა | Allnews.Ge

ხაშურში ქალმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა

ხაშურში ქალმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ქალი აფთიაქში მუშაობს, ხოლო მამაკაცი ბაზრობაზე.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაშავებული ქალს "სისტემატურად აწუხებდა".

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ცნობით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

myquiz