საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის ვიზის მიღება უფრო ხელმისაწვდომი იქნება | Allnews.Ge

საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის ვიზის მიღება უფრო ხელმისაწვდომი იქნება

ნორვეგიამ საქართველო იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რომლის მოქალაქეებისთვისაც სავიზო განაცხადების განხილვის კვოტები გაზრდილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის სამეფოს ვიზის მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

რა არის საჭირო კანადის მოქალაქეობის მისაღებად

"ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა განაახლა კატეგორიების შემადგენლობები და საქართველომ "ნარინჯისფერი კატეგორიიდან" გადაინაცვლა "ყვითელ კატეგორიაში", რაც ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ ნორვეგიის სამეფოში სავიზო განაცხადის უმრავლესობა დადებითად კმაყოფილდება.

ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ნორვეგიაში გასამგზავრებლად ვიზა ესაჭიროებათ ნორვეგიის სამეფო კატეგორიებად ჰყოფს. ამ კატეგორიებში მოხვედრილი ქვეყნების ჩამონათვალი ყოველწლიურად გადაიხედება სხვადასხვა ქვეყანაში გატარებული ეფექტური სავიზო პოლიტიკის, უსაფრთხოების მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული სტაბილური პოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი გამგზავრება მხოლოდ საქართველოს პასპორტით

myquiz