შეღებილია თუ არა შავი პური? - "ლიტვური საცხობი" განმარტებას აკეთებს | Allnews.Ge

შეღებილია თუ არა შავი პური? - "ლიტვური საცხობი" განმარტებას აკეთებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც "ლიტვური საცხობის" შავ-თეთრი პურია ასახული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელთა ერთი ნაწილი საცხობს პურის შეღებვაში ადანაშაულებდა, ნაწილი კი ბრენდის მიმართ საკუთარ ლოიალურ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა. საკითხის გასარკვევად, "ბიზნესპრესნიუსი" "ლიტვურ საცხობს" დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფოტოზე ასახული პური მათი საცხობიდანაა, თუმცა შეღებილი არ არის.

როგორია პურის ხარისხი საქართველოში

"წარმოების პროცესში, ადამიანური ფაქტორით გამოწვეულმა შემთხვევამ, ე.წ ცომის საჭრელ დანადგარში, თეთრი და რუხი ცომის ერთმანეთთან შერევამ და მზა პროდუქტში ორფეროვანი შიგთავსის წარმოქმნამ, მომხმარებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც თეთრ, ისე შავ პურს. ბოლო პერიოდში კომპანიაში მოხდა გადაიარაღება და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სწრაფ ტემპში ხდება პურის ცხობა და მიწოდება მაღაზიებისთვის, მოხდა შემთხვევა, როცა თეთრი ცომის გუნდა რუხ ცომს შეერია.

წარმოების პროცესში ადამიანური რესურსია ჩართული და სამწუხაროდ, უშეცდომო არავინაა. ბრალდება კი პურის შეღებვასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა," - აღნიშნა "ლიტვური საცხობის" მარკეტინგის მენეჯერმა სალომე ბიბილაშვილმა. იხილეთ გაგრძელება

myquiz