გორის ჰოსპიტალში მოთავსებულ 28 სამხედროს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება | Allnews.Ge

გორის ჰოსპიტალში მოთავსებულ 28 სამხედროს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროების ნაწილი თბილისში გადმოიყვანეს, ნაწილი კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 4 სამხედრო მოსამსახურე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადის მკურნალობას, ხოლო 4 - ტრავმატოლოგიურ კლინიკაში.

უწყების ინფორმაციით, 28 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული, მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან.

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, გუშინ "კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

myquiz