არის თუ არა დედაქალაქი მზად ცივი და უხვნალექიანი ზამთრისთვის | Allnews.Ge

არის თუ არა დედაქალაქი მზად ცივი და უხვნალექიანი ზამთრისთვის

ზამთრის პერიოდში ძირითადად გადაადგილების პრობლემები, თბილისთან შემოერთებულ ტერიტორიებზე წყნეთსა და კოჯორში იქმნება- განაცხადა "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ,

"პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემს კითხვაში" მან ასევე აღნიშნა, რომ "თბილსერვის ჯგუფი" ცივი და ნალექიანი ზამთრისთვის სრულიად მზადაა, - "უხვი ნალექის შემთხვევაში მთლიანად ქალაქის გაწმენდა 5 წუთში ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობას იმაზე ვიღებთ, რომ ნებისმიერი ცენტრალური გზა და შემავალი ქუჩები და მეორეხარისხოვანი ქუჩები, მოქალაქეების სამსახურში წასვლისა და დაბრუნების დროს გაწმენდილი იქნება.

წელს ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი იქნება

ამისთვის ჩვენი ტექნიკაც მობილიზებულია, შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკური მარილიც გვაქვს," - განმარტა დავით დოლიძემ.

"თბილსერვის ჯგუფის" პირველი მოადგილის თქმით, კომპანია ცივი ზამთრისთვის სრულ მზადყოფნაშია.

შეგახსენებთ, რომ სინოპტიკოსების თქმით, ბოლო 100 წლის მანძილზე წელს ყველაზე ცივი და უხვნალექიანი ზამთარი იქნება.

myquiz