კახეთში სამხედროებით სავსე "კამაზის" გადატრიალების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა | Allnews.Ge

კახეთში სამხედროებით სავსე "კამაზის" გადატრიალების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, უწყების კუთვნილ, "კამაზის" მარკის" ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა.

მათივე ცნობით, გარდაცვლილია ერთი სამხედრო მოსამსახურე, დანარჩენები კი მსუბუქი დაზიანებებით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკა ჯანიაშვილის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამგებლის განმარტებით, წნორის საავადმყოფოში 7 პირის გადაყვანა მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით მოხდა

ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კახეთში გაემგზავრა. როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, იზორია რამდენიმე წუთში დედოფლისწყაროში იქნება, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულ სამხედროებს მოინახულებს.

მათივე ცნობით, ამ წუთებში მიემგზავრება კახეთში ასევე გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე და შტაბის შემადგენლობა.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ დამატებითი დეტალები მათთვის ცნობილი ადგილზე გახდება.

 

myquiz