უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი | Allnews.Ge

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, უშუალოდ დღეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით - 9-14 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღეს ზოგან შესაძლებელია იწვიმოს, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13 გრადუსია მოსალოდნელი.

ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში; ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ზოგან ძლიერი - 20-25 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი; მთაში ღამით - 3-8 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი ხვალ იწვიმებს, 22-23 ოქტომბერს მაღალმთაში მოთოვს.

23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

24 ოქტომბერს კი დღისით იწვიმებს. წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.

25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. აცივდება და ტემპერატურა დაიწევს. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს და დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება. მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

myquiz