თბილისში დათვის ძებნის ოპერაცია შეწყდა | Allnews.Ge

თბილისში დათვის ძებნის ოპერაცია შეწყდა

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა დათვის ძებნის ოპერაცია შეწყვიტა. როგორც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განაცხადეს, ძებნის ოპერაციები შეწყდა, რადგან ორი დღის განმავლობაში ძებნის შედეგად დათვის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს.

მათივე თქმით, აღნიშნული დროის განმავლობაში სააგენტოში მოქალაქეებისგან სხვა ზარი არ დაფიქსირებულა, რაც დათვის კვალის ძიების დამატებით მოტივაციას მისცემდათ.

17 ოქტომბერს აღნიშნულ სააგენტოში გვიან ღამით საბურთალოს რაიონის იყალთოს ქუჩიდან ზარი დაფიქსირდა. მოქალაქე აცხადებდა, რომ მან ეზოს კარებთან დათვი დაინახა. მას იმ პერიოდიდან მოყოლებული ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

myquiz