საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულმა 11 000 ადამიანმა მკურნალობის კურსი დაასრულა | Allnews.Ge

საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულმა 11 000 ადამიანმა მკურნალობის კურსი დაასრულა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულმა დაახლოებით 11 000-მა ადამიანმა მკურნალობის კურსი წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა რადიო "პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა, საერთო ჯამში დაახლოებით 24 000-მა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, შედეგი დადებითია და უმეტეს შემთხვევაში ვირუსი განადგურებულია.

"ფაქტები და ციფრები მეტყველებს, რომ პროგრამა ნამდვილად წარმატებულია. ჩვენ იმაზე მეტი შევძელით პირველივე ეტაპზე, ვიდრე დაგეგმილი იყო", - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

ამ ეტაპზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს თბილისის მასშტაბით 11 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება, რეგიონებში კი ამ კუთხით 10 სამედიცინო დაწესებულება მუშაობს.

myquiz