ვინ აკონტროლებს მგზავრთა რაოდენობას "გადაჭედილ" მირკოავტობუსებში | Allnews.Ge

ვინ აკონტროლებს მგზავრთა რაოდენობას "გადაჭედილ" მირკოავტობუსებში

თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოქალაქეები გამუდმებით უჩივიან. პრობლემა ძირითადად ყვითელ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს ეხება.

მოქალაქეების უმეტესობა ტრანსპორტის გრაფიკით არის უკმაყოფილო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი მგზავრებით გადაჭედილი ტრანსპორტია, სადაც უმეტესად დაშვებულ ნორმაზე ორჯერ მეტი მგზავრი დგას ფეხზე.

დაახლოებით 2 წლის წინ, ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა 5 ადამიანით განისაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლს ჯარიმა ემუქრებოდა.

როგორც Allnews.ge-ს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" განუცხადეს, მძღოლები გაფრთხილებულები არიან, რომ 5 მგზავრზე მეტი ფეხზე არ დააყენონ, თუმცა მათივე თქმით, ამ დროს სხვა პრობლემა იჩენს ხოლმე თავს.

ნათია მიქიაშვილი, "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: "როდესაც ჩვენ კატეგორიულად დავიწყეთ მძღოლების გაფრთხილება, რომ ფეხზე არ უნდა ყოფილიყო საჭიროზე მეტი მგზავრი და მძღოლებმა დაიწყეს ამის შესრულება, წამოიჭრა ახალი პრობლემა. იყო შემთხვევა, როცა მძღოლმა უარი უთხრა მგზავრს ტრანსპორტში ამოსვლაზე, რადგან უკვე სავსე იყო მარშუტკა, რამაც მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია.

საქმე იმაშია, რომ არსებული საცობების გამო, ვერ ხერხდება მოძრაობის გრაფიკის დაცვა.

ანუ პირობითად, თუ მიკროავტობუსმა უნდა იმოძრაოს 10 წუთში ერთხელ, საცობების გამო დროულად ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ამიტომ ასეთ დროს თავად მძღოლი და მგზავრი არეგულირებს სიტუაციას.

თბილისში, ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე მანქანები მაინც დადიან

ეს ვითარება იქნება იქამდე, ვიდრე საცობების პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ კი დავამატეთ მიკროავტობუსები, მაგრამ შედეგი მაინც არ გვქონდა, რადგან აქ ლაპარაკია არა მირკოავტობუსების რაოდენობაზე, არამედ სიჩქარეზე. ყოფილა შემთხვევა, როცა პიკის საათებში საცობის გამო ერთი მიკროავტობუსი გადავსებულა, მის უკან მომავალი მეორე კი ცარიელი ყოფილა", - ამბობ ნათია მიქიაშვილი.

ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები ამით არ მთავრდება. ბოლო პერიოდში ზოგიერთ სამარშუტო ტაქსიში ადმინისტრაციის სახელით გაკრულია ასეთი სახის განცხადება "7 წლის ზემოთ მგზავრები იხდიან მგზავრობის საფასურს", ჩვენ ეს საკითხიც გავარკვიეთ კომპანიაში. როგორც აღმოჩნდა, მძღოლები თვითნებურად აკრავენს მსგავსი ტიპის განცხადებებს და კომპანიის მხრიდან, ამ საკითხზე არანაირი ვალდებულება არ აარის გაცემული.

"ტესლა" უპილოტო ავტობუსების გამოშვებას გეგმავს

"ეს არ არის ჩვენს მიერ გაცემული მითითება. უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მგზავრს, რომ მსგავსი შინაარსის მქონე განცხადების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზზე, გვითხრან მძღოლის სახელი და გვარი ან ტრანსპორტის სახელმწიფო ნომერი, გპირდებით, რომ რეაგირება იქნება მყისიერი", - აცხადებენ "თბილისის მიკროავტობუსში".

აღსანიშნავია, რომ თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გზის სავალი ნაწილი გამოიყო. კერძოდ, კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. "ბასლეინები" (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის-Bus Lane) დაიხაზა.

თბილისში მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გზის სავალი ნაწილი გამოიყო

საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები Bus Lane. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში Bus Lane-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ Bus Lane-ში მოძრაობა მათთვის აკრძალულია.

როგორც მერიის სატრანსპორტო კომპანიაში Allnews.ge-ს განუცხადეს, Bus Lane-ების დახაზვა სხვა ქუჩებზეც იგეგმება.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz