როგორ დაგვამახსოვრა თავი ირმა ინაშვილმა | Allnews.Ge

როგორ დაგვამახსოვრა თავი ირმა ინაშვილმა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3686 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99.92%-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციამ" 5 % მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი.

არსებული პროგნოზების მიხედვით მინისტრთა კაბინეტს კვლავ "ქართული ოცნება" დააკომპლექტებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი ძლიერ თუმცა, ოპოზიციად დარჩება.

2015 წელს "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი სრულიად განსხვავებულ მომავალს წინასწარმეტყველებდა და საზოგადოებას შეთქმულების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ აფრთხილებდა.

ირმა ინაშვილი საგარეჯოში დამარცხდა

"დღეს უკვე შეთქმულება მიდის საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ, როდესაც ხავერდოვნად უნდათ გადააბარონ ხელისუფლება რესპუბლიკურ პარტიას. თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ მიდის ხელისუფლების ცვლილების პროცესი. ხელისუფლებას იღებს დიდი ზომით რესპუბლიკური პარტია, პიროვნული არავისთან არ მაქვს პრეტენზია არც ხიდაშელთან და არც სხვასთან.

ამის არსია, რომ ხელისუფლება შემგუებელი იყოს საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების.

მაგრამ მინდა იცოდეს ყველამ, ჩვენი სიცოცხლის ფასად რომ მოხდეს ამის შეჩერება, თქვენც მოგაშორებთ, და ნაცებსაც მოვაშორებთ",-აღნიშნა ირმა ინაშვილმა ipress-თან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ "პიროვნული არავისთან არ ჰქონდა" 2015 წლის შუალედურ არჩევნებზე თამარ ხიდაშელს მაინც დაუპირისპირდა და რესპუბლიკური პარტია კლანურ-ოჯახურ მმართველობაში დაადანაშაულა.

ცესკოს ბოლო მონაცემებით "პატრიოტთა ალიანსი" საარჩევნო ბარიერს ლახავს

"რესპუბლიკელებს სურთ, გათავდაცვისმინისტრებული თინა ხიდაშელი პარლამენტში მისი ნათესავით - თამარ ხიდაშელით, ჩაანაცვლონ და ქართული კლანურ-ოჯახური მმართველობა ოფიციალურად გაამყარონ - აცხადებდა ირმა ინაშვილმა.

ბრალდებას საპროტესტო აქციები და მოთხოვნის შესრულებამდე შიმშილობის გამოცხადება მოჰყვა - მთავარი მოთხოვნა კი საარჩევნო გარემოს შეცვლა იყო.

ინაშვილმა მიზანს მიაღწია - 2015 წელს დათესილმა მარცვალმა ნაყოფი დღეს გამოიღო და მემარჯვენე - კონსერვატიულ პარტიას გზა პარლამენტისკენ გაუკვალა.

წარმატების მუხედავად, წარსული წყენის დავიწყებას არ გეგმავს და როგორც კი თმენის ვალდებულება აღარ შეაფერხებს, შეუარცხმყოფელი სტატუსის ყველა ავტორისთვის სამაგიეროს გადახდას გეგმავს.

ვინ არის ირმა ინაშვილი? - "ირმა ინაშვილი არაფრით განსხვავდება სხვა ქართველებისგან.

ირმა ინაშვილი ის ადამიანია, რომელსაც აღმოაჩნდა ნებისყოფა, არ შეცვლილიყო ამ წლების განმავლობაში - ასე შეაფასა საკუთარი თავი "რეპორტიორთან" საუბრისას.

თუმცა, საქართველოს მოსახლეობას ირმა ინაშვილი სულ სხვაგვარად დაამახსოვრდა.

 

 

 

 

myquiz