02.10.2016 / 16:25
შრიფტის ზომა:

ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისთვის დისტანციური ლექციები ჩატარდება

შემოდგომიდან, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში დისტანციური ლექციები ჩატარდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

"მოგეხსენებათ, ეს რა მნიშვნელოვანია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს საქართველოს გარეთ და დასაკარგი ქართველები ჩვენ ნამდვილად არ გვყავს. ყველა პედაგოგი, ვინც ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ პროცესში, ეს ჩაეთვლება კრედიტებად და ეს ჩაეთვლება პედაგოგიურ საათებად", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.