რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას ატარებს LIVE | Allnews.Ge

რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას ატარებს LIVE

რომის პაპი ფრანცისკე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას ატარებს. წმინდა წირვის ტრანსილირება რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებით მიმდინარეობს.

მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, აღასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგელები, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.

დღესვე მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, სადაც რომის პაპი შეკრებილ სასულიერო პირებს, სიტყვით მიმართავს. საქართველოში მყოფი პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.

რომის პაპის ვოიაჟი და მისი ძირითადი გზავნილები

რომის პაპი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია პაპ ფრანცისკეს ბაქოში გამგზავრება.

myquiz