ილია მეორე - მთელ მსოფლიოში არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი | Allnews.Ge

ილია მეორე - მთელ მსოფლიოში არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი

ჩვენს ქვეყანაში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრისას განაცხადა.

"დღეს საქართველო არის ახალი პრობლემების წინაშე - თითქმის 500 ათასი ადამიანი არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში. ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ცხინვალი და აფხაზეთის რეგიონი არის ძირძველი ქართული მიწა, მე, 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. არასდროს ყოფილა კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს პრობლემები დაძლეული იქნება, მთავარია დავძლიოთ სულიერი პრობლემები. ქვეყანაში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებასა და ტექნიკაში, კულტურაში, მაგრამ ამავე დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან, სულიერებასა და სარწმუნოებაში. მისივე თქმით, ეს საშიშროება დგას ყველას წინაშე.

"თქვენო უწმინდესობავ, რომის პაპო, საყვარელო ძმაო ფრანცისკე პირველო. მოხარული ვარ, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ამით აგრძელებთ იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელსაც სათავე ჩაეყარა პირველ საუკუნეში. ჩვენი ორი ეკლესია უძველესი სამოციქულო ეკლესიებია, რომის ეკლესია დაარსებულია პეტრე მოციქულის მიერ, ხოლო საქართველოს ეკლესია დაარსებულაია ანდრია პირველწოდებულის მიერ.

ესენი ძმანი არიან და ეს ურთიერთობა ჩვენი მომდინარეობს ამ ძმური სიყვარულით. საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ამიტომ ჩვენი არსებობა, ჩვენი კეთილდღეობა მთლიანად არის დაკავშირებული ამ სულიერ მოღვაწეებზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მრავალი პრობლემაც გვქონდა ჩვენ და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პრობლემები იყო ლოცვა-კურთხევით დაძლეული", - ბრძანა უწმინდესმა.

myquiz