გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ-ს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს | Allnews.Ge

გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ-ს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის მტკიცებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს.

ასე უპასუხა შარვაშიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ჩემი კითხვის" მაყურებლის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. შარვაშიძემ თავისი განცხადების არგუმენტად აგვისტოში მიღებული კანონი დაასახელა, რომლითაც განისაზღვრა ობიექტები და სახელმწიფო უწყებები, რომლებშიც უსაფრთხოების ოფიცრები იქნებიან განთავსებული.

"ამ ჩამონათვალში არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, არც სხვა რომელიმე უნივერსიტეტი და არც განათლების სამინისტრო. ამის გარეშე ცხოვრებას ვაპირებთ ისე, როგორც კანონი გვკარნახობს, ოდეერების გარეშე. რაც შეეხება ურთიერთობას უშიშროების და უსაფრთხოების საკითხებზე, შეიძლება იყოს სულ სხვა რიგი საკითხები, ნებისმიერ კვლევით ცენტრს შეიძლება გააჩნდეს ე.წ. სარეჟიმო ობიექტი, ანუ სადაც გაძლიერებული დაცვა არის საჭირო.

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, სადაც დასაცავია ბევრი რამ, კონტროლი სჭირდება. ამ შემთხვევაში ძალიან ცივილურად და ღიად ხდება იმ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარება, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ეს ხდება კონტრაქტის მეშვეობით. თუ გვჭირდება დაცვა რეაქტორის, რომელიც მცხეთაშია, დაიდება კონტრაქტი შესაბამის სამსახურთან და ეს იქნება ღია, ცივილური და გასაგები ურთიერთობა", - განაცხადა შარვაშიძემ.

myquiz