საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-სა და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" სარჩელი დააკმაყოფილა | Allnews.Ge

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-სა და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სა და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი მუხლის, ზ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სადაო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.

ასევე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ამავე კოდექსის 269-ე მუხლი, მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი მუხლის, ზ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ასევე სარჩელის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გათვალისწინება იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე, არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდე მხარისთვის მიყენებულ ზიანს.

myquiz