აქციის მონაწილეები რომის პაპს შეძახილებით დახვდნენ | Allnews.Ge

აქციის მონაწილეები რომის პაპს შეძახილებით დახვდნენ

რომის პაპის საქართველოში ვიზიტის საწინააღმდეგოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პაპის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ, რადგან "პაპი სამოციქულო ვიზიტით" ჩამოდის საქართველოში.

"ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ პაპი ჩამოდის სულიერი, სამოციქულო მისიით იმისათვის, რომ იქადაგოს რაც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის მიუღებელია. ეწევა პროზელიტურ საქმიანობას, ატარებს მესას სტადიონზე, უნდა შესვლა სვეტიცხოველში", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

მისივე თქმით, პაპი შეეცდება, რომ ეკლესიურად გაუნათლებელი მართლმადიდებელი ადამიანები გადაიბიროს. დეკანოზის თქმით, სწორედ ასეთი ადამიანების გადაბირება რომ არ მოხდეს, ამიტომ აქციაზე შეკრებილი მონაწილეები პაპის ვიზიტს საქართველოში აპროტესტებენ.

myquiz