მომავალი წლიდან თბილისში შესაძლოა, მრავალსართულიანი ვერტიკალური პარკინგი აშენდეს | Allnews.Ge

მომავალი წლიდან თბილისში შესაძლოა, მრავალსართულიანი ვერტიკალური პარკინგი აშენდეს

თბილისში, მომავალი წლის დასაწყისიდან შესაძლოა, ვერტიკალური პარკინგები გამოჩნდეს. როგორც პროექტზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ანზორ საკანდელიძემ "ბიზნესპრესნიუსს" უთხრა, პირველი კონსტრუქცია მაქსიმუმ 4 თვეში დამზადდება.

კონსტრუქცია 4-სექციიანი იქნება და ერთმანეთს თავზე დაედება. პირველი კონსტრუქცია 10 მანქანაზე იქნება გათვლილი.

"პროექტზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყეთ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მუშაობა დროებით შეჩერდა. ახლა კი ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციური პროექტების კონკურსში გავიმარჯვეთ და 100 ათას ლარიანი დაფინანსებაც მოვიპოვეთ. შესაბამისად, ვფიქრობ, 1-2 კვირაში პროექტის საწარმოო დამზადებას დავიწყებთ", - აღნიშნავს ანზორ საკანდელიძე.

პროექტზე სპეციალისტების (მეცნიერები და კონსტრუქტორები) 4-კაციანი ჯგუფი - მალხაზ ცისკარიშვილი, ანზორ საკანდელიძე, ფრიდონ ბუნთაძე და სერგო ჯორბენაძე მუშაობს.

ანზორ საკანდელიძის თქმით, ამ დროისთვის პატენტი გაკეთებულია და საწარმოო ნახაზებიც მზად არის. დარჩენილია მხოლოდ მასალების შეძენა და კონსტრუქციის დამზადება.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა ეღირება პარკინგი ან ერთი კონსტრუქციის დამზადება. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz