40-წლიანი უწყლობის შემდეგ სოფელ უდაბნოს წყალი ექნება | Allnews.Ge

40-წლიანი უწყლობის შემდეგ სოფელ უდაბნოს წყალი ექნება

სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 40-წლიანი უწყლობის შემდეგ უდაბნოს მოსახლეობა 24-საათიანი უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა, მოსახლეობასთან ერთად სიმბოლურად დააგემოვნეს სასმელი წყალი.

უდაბნოს ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას კილომეტრების გავლა უწევდა სასმელი წყლის მოსამარაგებლად. პროექტის განხორციელების შედეგად, უდაბნოში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა და 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი უწყვეტი, სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

myquiz