თბილისში, ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე მანქანები მაინც დადიან | Allnews.Ge

თბილისში, ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე მანქანები მაინც დადიან

კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. "ბასლეინები" (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის-"Bus Lane") დაიხაზა.

როგორ გააკონტოროლებს საპატრულო პოლიცია"ბასლეინების" ზოლში მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადაადგილებას და რა სანქციას ითვალისწინებს წესების დარღვევა? - კითხვებით palitratv.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

"ამ სიახლით ადმინისტრაციულ კანონში რაიმე ცვლილება არ შესულა.

უბრალოდ, საგზაო მონიშნვნები მკაფიო ვიზუალიზაცია მოხდა. როგორც წესი, ყველა მძღოლმა იცის, რომ როცა ასეთი მონახაზია გზაზე, ეს ნიშნავს, რომ იქ გავლა ეკრძალება და ის არის ავტობუსისა და სამარშუტო ტაქსის სავალი გზა.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მაინც გაივლის იქ, მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება. პატრული ამას ყოველ წუთს ვერ გააკონტოლებს, მაგრამ თუ საპატრულო პოლიციის თვალთახედვაში მოხვდა ასეთი დარღვევა, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. რაიმე სპეციალური ნიშნები არ გაკეთდება, რადგან თავად არის ისე დახაზული, რომ ყველა მძღოლმა იცის ამ მონახაზის დანიშნულება. ზოგადად კი, ყველა სამართალდარღვევაზე მოხდება რეაგირება; იქნება ეს ავტობუსის ხაზზე გადასვლა, ღერძულა ხაზზე, თუ სხვა საგზაო ნიშანზე".

თეა ბეჟიტაშვილი

გიგა დანელია

გოგა ოსეფაშვილი

myquiz