რატომ არ კითხულობს ქართველი მომხმარებელი ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას | Allnews.Ge

რატომ არ კითხულობს ქართველი მომხმარებელი ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას

"ოქსფამის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის დაახლოებით ¼ აღნიშნავს, რომ ეტიკეტზე კითხულობს ინფორმაციას პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ.

ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც არ კითხულობს ეტიკეტს მიზეზად ასახელებს ,,მცირე ზომის წარწერას" და დროის უქონლობას. ნაწილი თვლის, რომ ეტიკეტი არ შეიცავს მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ხოლო ეთნიკური უმცირესობები ხაზს უსვამენ ენობრივ ბარიერს.

დამზადებულია ჩინეთში - რას ნიშნავს ეს წარწერა იარლიყზე

"იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ეტიკეტი არ შეიცავს მონაცემებს შემადგენელი ინგრედიენტების ნორმების შესახებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ დაინტერესებული მომხმარებელი, თავად არ არის გათვითცნობიერებული და არ იცის რას შეადაროს ეტიკეტზე წარმოდგენილი მონაცემი, ვერ იღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას" - წერია კვლევაში.

ამდენად, საკვების შეძენისას მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ან ვერ კითხულობს ეტიკეტს ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო. იმ მომხმარებლებისთვის კი ვინც კითხულობს, ეტიკეტი არ შეიცავს საკმარის და სრულფასოვან ინფორმაციას. რაც შეეხება ისეთ პროდუქტს, რომელიც იყიდება დაფასოების გარეშე, ეტიკეტი საერთოდ არა აქვს და ამ შემთხვევაში მომხმარებელი საერთოდ მოკლებულია ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობის თაობაზე.

myquiz