10 ქართული პროდუქტი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა | Allnews.Ge

10 ქართული პროდუქტი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

გთავაზობთ იმ ქართული პროდუქტების ჩამონათვალს, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ესენია:

ალკოჰოლური სასმელები: ღვინო, ჭაჭა, კონიაკი, ლუდი - 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია დაახლოებით 17 მილიონი ბოთლი ღვინო.

მინერალური მტკნარი წყლები: ქართული მინერალური წლები დღეს მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნით მაინც დსთ-ს სივრცეში სარგებლობს.

თხილი: ქართული თხილი დღეს იყიდება იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში. 2014 წელს საქართველოდან 183 348 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი გავიდა.

ჩაი: 2014 წელს საქართველოდან ჩაის ექსპორტმა 8.5 მილიონი დოლარი შეადგინა და ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი გავიდა მონღოლეთში, თურქეთში, გერმანიასა და რუსეთში.

ყველი: ქართული ყველი საერთაშორისო ბაზრებზე შედარებით ახალი პროდუქტია. პირველად საერთაშორისო აღიარება კი საფერავში დაძველებულმა და ფრანგულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებულმა "ტიბაანურმა" მოიპოვა.

მწვანილი: ქართული მწვანილი ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება ბელორუსში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ლიტვაში. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 6.565 მილიონი დოლარის ღირებულების მწვანილი გავიდა.

დაფნა: საქართველოდან დაფნა მსოფლიოს 12 ქვეყანაში გადის, მათ შორის პოლონეთში, ბულგარეთში, ვიეტნამსა და ფილიპინებში.

ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები: ეს პროდუქცია საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში გადის, მათ შორის გერმანიაში და აშშ-ში.

ფარმაცევტული პროდუქცია: ნატურალური ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატები.

მატყლი: ქართული მატყლის პირველი, საცდელი პარტია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გავიდა, მანამდე კი საქართველოში წარმოებული მატყლი იყიდებოდა თურქეთში, უკრანაში და რუსეთში.

წყარო "კვირის პალიტრა"

myquiz