პრეზიდენტმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო | Allnews.Ge

პრეზიდენტმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ყოველ წელს, ამ ტრაგიკულ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ძმათამკვლელი ომის მსხვერპლს, იმ ადამიანებს, ვინც ამ ტრაგიკულ ომში დაიღუპა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, მემორიალთან განაცხადა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"ერთიანი, ძლიერი საქართველოს შექმნა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება იქნება შედეგი ჩვენი მშვიდობიანი, ერთმანეთისკენ მიმართული ემოციის. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ამისთვის ვმუშაობთ" - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომში დაღუპული 28 გმირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და შეტანილი წვლილისათვის, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარიახის ორდენებით დაჯილდოვდა.

myquiz