„აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ-ს რექტორისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს | Allnews.Ge

„აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ-ს რექტორისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს

"აუდიტორია 115"-ის წევრებმა თსუ-ს რექტორისაგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. "აუდიტორია 115"-ის წევრების აღშფოთება გია შარვაშიძის მიერ გაკეთებულმა იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც "აუდიტორია 115" -ის არარეგისტრირებულ NGO-დ მოხსენიებას შეეხება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია 115-ში უნივერსიტეტის რექტორის გია შარვაშიძის სტუდენტებთან შეხვედრა მიმდინარეობს. "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი წევრი შეხვედრაზე დაინტერესდა, რატომ გააკეთა თსუ-ს რექტორმა გია შარვაშიძემ ასეთი განცხადება, რომ "აუდიტორია 115" ალბათ არარეგისტრირებული ენჯეოა". სტუდენტი რექტორისაგან ასევე ითხოვდა პასუხს კითხვაზე, ვის პოლიტიკურ ინტერესების ატარებს "აუდიტორია 115".

აღნიშნულ კითხვაზე გია შარვაშიძემ განაცხადა, რომ "აუდიტორია 115"-ის წევრები არიან სხვადასხვა უნივერისტეტის სტუდენტები, სხვა პირები და აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია. შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა სტუდენტმა კი აღნიშნულის გამო რექტორს ურჩია, რომ უკეთ გაეცნოს რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია.

"აუდიტორია 115"-ის სტუდენტები შეხვედრაზე აცხადებდნენ, რომ მათ ხან ერთი პარტიის ინტერესებს მიაკუთვნებდნენ, ხან - მეორესი. მათ გია შარვაშიძეს მოსთხოვეს ან ეპასუხა, რომელი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს აკუთვნებს ამ სტუდენტებს, ან მოეხადა მათთვის ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს სტუდენტური მოძრაობის შეურაცხყოფაა.

გია შარვაშიძე -"აუდიტორია 115" ალბათ არის არარეგისტრირებული NGO

შარვაშიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების თუ პარტიის წევრი. გია შარვაშიძემ ასევე დაინტერესდა სტუდენტებს წარმოედგინათ მათი ლოზუნგები, პლაკატები. ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა "მოვითხოვთ განათლების რეფორმას".

"ეს ახლოს არის "ქართული ოცნების" სურვილთან", - განაცხადა რექტორმა, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.

myquiz