გია შარვაშიძე -"აუდიტორია 115" ალბათ არის არარეგისტრირებული NGO | Allnews.Ge

გია შარვაშიძე -"აუდიტორია 115" ალბათ არის არარეგისტრირებული NGO

აუდიტორია 115" ალბათ არის არარეგისტრირებული NGO, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ის ახლად არჩეულმა რექტორმა გია შარვაშიძემ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებში პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, "აუდიტორია 115“-ის ძალიან ბევრი წევრი უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.

"აუდიტორია 115"-ის ნაწილის გამოსვლა ხედავთ რა ფორმით მიმდინარეობს, არა მგონია ლამაზი ფორმა იყოს, თუმცა ეს გემოვნების საკითხია. გასაგებია, რომ ალბათ მეტი სტუდენტის რეკურტირებაა საჭირო.

ჩვენი ინტერესია ზუსტად ის, რასაც ახლა ყვირიან.

"აუდიტორია 115" ალბათ არის არარეგისტრირებული NGO იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წევრი არ არის სტუდენტი, თან არის მაღალი პოლიტიკური გრადუსი შემოტანილი", - განაცხადა გია შარვაშიძემ.

"აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს.“აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით, გრძელდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის რექტორების დანიშვნის პოლიტიკა, უნივერსიტეტის ავტონომისაგან მხოლოდ ფასადი დარჩა.

myquiz