"აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს | Allnews.Ge

"აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს

"აუდიტორია 115-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს. ისინი ყვირილით და შეძახილებით - "ავტომონიმია უნივერისტეტს" იმ ადგილას მივიდნენ, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა და სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყების საზეიმო ცერემონია მიმდინარეობდა, სადაც განათლების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და სხვა მინისტრები იმყოფებიან.

ისინი ამ წუთებში უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესავლელში, კიბეებთან იმყოფებიან და სტუდენტებს მიმართავენ.

"აუდიტორია 115" -ის ერთ-ერთი მოთხოვნაა უნივერსიტეტის მიერ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების მიღება.

"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით, გრძელდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის რექტორების დანიშვნის პოლიტიკა, უნივერსიტეტის ავტონომისაგან მხოლოდ ფასადი დარჩა. შესაბამისად, მოითხოვენ ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას, საუნივერსიტეტო ავტონომიას, გარე რეფორმირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად.

სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა მიეცეთ აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა. "აუდიტორია 115" მოუწოდებს სტუდენტებს, ლექტორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში, მათთან ერთად იბრძოლონ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი განათლებისათვის და ავტონომიური უნივერსიტეტისათვის.

აღნიშნული მიმართვის ტექსტის წაკითხვის შემდეგ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან "აუდიტორია 115"-ის წევრები აგრძელებენ სტუდენტებისთვის სიტყვით მიმართვას. "აუდიტორია 115"-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ თავის გამოსვლაში სტუდენტებს შეახსენა, რომ მათ "მაიმუნო ვირისშვილოს" ეძახიან.

myquiz