წერეთლის გამზირზე სროლის ხმა ისმოდა | Allnews.Ge

წერეთლის გამზირზე სროლის ხმა ისმოდა

წერეთლის გამზირზე, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც თვითმხილველმა გვაცნობა, გულშემატკივრებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს-ში დაგვიდასტურეს. მათი განმარტებით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებს, რომელიც პოლიციამ განმუხტა. რაც შეეხება, სროლის ხმას, ინციდენტის დროს გამოყენებული იყო პიროტექნიკა.

 

myquiz