აჭარის მთებში პირველი თოვლი მოვიდა | Allnews.Ge

აჭარის მთებში პირველი თოვლი მოვიდა

აჭარის მთებში პირველი თოვლი მოვიდა. ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე ზემოთ საზაფხულო იალაღებზე მოსულ ნალექს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია. აჭარის მთებში ასეულობით ოჯახი მსხვილფეხა საქონლით ამ დრომდე რჩება. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფერ დიდაჭარის მთა ველათში მყოფმა 84 წლის შოთა წულუკიძემ განაცხადა, თოვლს პრობლემები არ შეუქმნია.

"გამთენიის გათოვდა. ხან გადაიღებს, ხან ისევ იწყებს თოვას. მთები სულ გათეთრებულია, მაგრამ ჩვენთან დაბაში თოვლს ჯერ მიწა არ დაუფარავს. მოსახლობას ჯერ მთიდან ბარამდე გადაბარგება არ დაგვიწყია, მაგრამ თოვა თუ გაგრძელდება მომდევნო დღეებში ვფიქრობთ ბარში დაბრუნებაზე", - აღნიშნა შოთა წულუკიძემ.

ველათებიდან ბარში მოსახლეობა ძირითადად, 5 ოქტომბრის შემდეგ ბრუნდება. თოვლი მოვიდა მაღალმთიანი აჭარის კურორტ ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილზე.

დათოვლილი მაღალმთიანი აჭარის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

myquiz