დიღომში ძლიერი ქარის შედეგად ავტომობილს ხე დაეცა | Allnews.Ge

დიღომში ძლიერი ქარის შედეგად ავტომობილს ხე დაეცა

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, კომპანია "ნეოტეკის" ოფისის წინ, ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა. როგორც  თვითმხილველმა განაცხადა, ავტომობილი კომპანიის ოფისის წინ იყო გაჩერებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. იმ მომენტისთვის ავტომობილში არავინ იმყოფებოდა.

myquiz