გია შარვაშიძე სტუდენტთა ნებისმიერ ჯგუფთან შესახვედრად მზად არის | Allnews.Ge

გია შარვაშიძე სტუდენტთა ნებისმიერ ჯგუფთან შესახვედრად მზად არის

"აუდიტორია 115"-ის წევრებს ძალიან სიმპათიური მოთხოვნები აქვთ, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა გია შარვაშიძემ განაცხადა.  მისივე თქმით, ის მზად არის ნებისმიერ სტუდენტურ ჯგუფს შეხვდეს.

"ძალიან სიმპათიური მოთხოვნები აქვთ. ბევრი ემთხვევა იმ კონცეფციას, რომელიც წარვუდგინე. ვაპირებ სამუშაო რეჟიმში შევხვდე ახალგაზრდებს. დავიწყოთ მუშაობა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს საუნივერსიტეტო სივრცეში. ჩემი კარი ღია არის ნებისმიერი სტუდენტური ჯგუფისთვის. ეს იქნება "აუდიტორია 115", თვითმმართველობა, არარეგისტრირებული სტუდენტთა ჯგუფი თუ ინდივიდუალური სტუდენტი", - განაცხადა გია შარვაშიძემ.

"აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა მომავალი კვირიდან აქციები დააანონსეს და მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტონომიაა. გია შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტს ახლა აქვს დეკლარირებული ავტონომია.

"უნივერსიტეტის ავტონომია არის ფაქტი და ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რომ ავტონომია გახდეს რეალური. ჩვენ ახლა გვაქვს დეკლარირებული ავტონომია. ამას არ სჭირდება კანონში ცვლილებები, ამას სჭირდება განხორციელება იმ ბევრი რაღაცის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს", - განაცხადა გია შარვაშიძემ.

myquiz