ძლიერი წვიმის გამო თბილისი ნაწილობრივ პარალიზებულია | Allnews.Ge

ძლიერი წვიმის გამო თბილისი ნაწილობრივ პარალიზებულია

თბილისში ბოლო ერთი საათია ძლიერად წვიმს. წვიმამ რამდენიმე ქუჩაზე წყლის ნაკადი წარმოქმნა. კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პეკინის ქუჩებზე წყლის ძლიერი ნაკადია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერიც. ქარის სიჩქარე წამში 10-15, ზოგგან კი 20-25 მეტრი იქნება.

26 სექტემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია თოვლი.

myquiz