მომავალი წლიდან მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ დაახლოებით 800 ლარი იქნება - ალექსანდრე ჯეჯელავა | Allnews.Ge

მომავალი წლიდან მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ დაახლოებით 800 ლარი იქნება - ალექსანდრე ჯეჯელავა

მომავალი წლიდან მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ დაახლოებით 800 ლარი იქნება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსადნრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, მომავალი წლიდან მოწინავე და წამყვან მასწავლებლებს 1000-1200 ლარზე მეტი ხელფასი ექნებათ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროფესიის პრესტიჟის გაზრდისთვის.

"ბოლო წლების განმავლობაში, უკვე რამდენჯერმე, გაიზარდა პედაგოგების ხელფასი. დაახლოებით 250 ლარიდან საბაზო ხელფასი უკვე ავიდა 500 ლარზე და მეტზე. მომავალი წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში ის ავა უკვე შემდეგ ნიშნულზე. საბაზო ხელფასის ზრდის გარდა ჩვენ გვაქვს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ასევე აძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდეთ. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასწავლებლების ხელფასი, ახლა უკვე მომავალი წლიდან საშუალოდ დაახლოებით 800 ლარი იქნება, ყველაზე მოწინავე და წამყვან მასწავლებლებს 1000-1200 ლარზე მეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროფესიის პრესტიჟისა და მიმზიდველობის გაზრდისთვის", - განაცხადა ჯეჯელავამ.

myquiz