როდემდე გაგრძელდება უამინდობა - ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

როდემდე გაგრძელდება უამინდობა - ამინდის პროგნოზი

საქართველოში უამინდობა 25 სექტემბრამდე შენარჩუნდება. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმს. ზოგიერთ რაიონში ქრის ძლიერი ქარი და ელჭექია.

ტემპერატურის კლება უკვე შეინიშნება შავი ზღვის სანაპიროზე. კერძოდ, ქობულეთში ამ მომენტისთვის 19 გრადუსი ფიქსირდება.

ხვალ საქართველოში კვლავ წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

23-24 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. შედეგად, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და აცივდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16-22 გრადუსი იქნება.

25 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ღამით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

25 სექტემბრამდე პერიოდულად იწვიმებს თბილისშიც. ხვალ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 23-24 სექტემბერს - 18-20 გრადუსია მოსალოდნელი.

myquiz