მსჯავრდებულები უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებენ | Allnews.Ge

მსჯავრდებულები უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებენ

პირველად საქართველოში მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ, - როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროდან გვაცნობეს, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელზეც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, განხორციელებული რეფორმების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული. საუბარია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატი.

აღნიშნულ საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს.

მოცემულ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომლის დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ. ამ დროისთვს, საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული.

myquiz