სასჯელაღსრულების სამინისტრო რუსთავის სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

სასჯელაღსრულების სამინისტრო რუსთავის სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრლდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

"ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში, სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

myquiz