რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა | Allnews.Ge

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

არსებული ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. როგორც "რუსთავი 2" იუწყება, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მათივე ინფორმაციით, საბადრაგო სამსახურმა პატიმარი პროცესზე მიიყვანა, რა დროსაც ის სავარაუდოდ ბრალდებულებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი ოთახიდან გაიქცა.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს პატიმრის ინტერნსიური ძებნა", - აცხადებს ტელეკომპანია, რომლის განმარტებითაც, სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები პატიმრის ფოტოს ასლით მოძრაობენ ქალაქში და ადგილობრივებს მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

ჯერჯერობით რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარი არ კეთდება.

myquiz