დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა | Allnews.Ge

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს გოდერძი თევზაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გოდერძი თევზაძე მიმალვაშია და პროცესზე არ გამოცხადებულა.

დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.

myquiz