"პარტიზანი მებაღეები" 2 სექტემბერს აქციის გამართვას გეგმავენ | Allnews.Ge

"პარტიზანი მებაღეები" 2 სექტემბერს აქციის გამართვას გეგმავენ

"პარტიზანი მებაღეები" 2 სექტემბერს თბილისის მერიასთან აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც "პარტიზანელმა მებაღემ" მარიამ ნანობაშვილმა განაცხადა, აქციაში ცნობილი ადამიანები, მათ შორის მუსიკოსები, ასევე გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

"აქციის მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ დავიცვათ ქალაქი და რომ ის ჩვენია. აქცია ჩატარდება ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ასევე გაგრძელდება ხელმოწერების შეგროვებაც", - განაცხადა მარიამ ნანობაშვილმა.

მისივე თქმით, აქცია 2 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. მანამდე ყოველდღიურად, 18:00-21:00 საათამდე, "პარტიზანი მებაღეები" ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის მერიასთან ხელმოწერების შეგროვებას გააგრძელებენ.

myquiz