პირველი სექტემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს | Allnews.Ge

პირველი სექტემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

მიმდინარე კვირას საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.  საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს და ხვალ კარგი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 33-36 გრადუსი.

1-ელი სექტემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 1-ელ სექტემბერს, ღამით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

1-ელ სექტემბერს ღამით იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. ასევე მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

შედეგად, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ტემპერატურა დაახლოებით 5 გრადუსით დაიკლებს და 23-24 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსი იქნება.

2-3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

საქართველოში არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

myquiz