სადახლოში ქორწილში 150-მდე ადამიანი მოიწამლა | Allnews.Ge

სადახლოში ქორწილში 150-მდე ადამიანი მოიწამლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში საკვებით ინტოქსიკაციის მასობრივი შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ სადახლოს ერთ-ერთ რესტორანში ქორწილის სუფრაზე მყოფი150 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი მოიწამლა.

მოწამლულების ნაწილი მარნეულის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათ თავბრუსხვევა და ღებინება ჰქონდათ. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

myquiz