ექსპერტიზის თანახმად, დემურ სტურუას ფეხზე და ენაზე წამების ნაკვალევი აქვს | Allnews.Ge

ექსპერტიზის თანახმად, დემურ სტურუას ფეხზე და ენაზე წამების ნაკვალევი აქვს

სამტრედიაში, სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრების განცხადებით, ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი.

ოჯახის წევრების თქმით, ექსპერტიზის პასუხში წერია, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია.

"ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი. როგორც გვეუბნებიან, გარდაცვლილს ფეხზე და ენაზე აქვს წამების ნაკვალევი. ასევე დადასტურდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ავთენტურობაც. ამიტომ ვითხოვთ წერილში ნახსენები პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასტიკად დასჯას, თუმცა როგორც გავიგეთ ის გაქცეულია და მიმალულია. ვითხოვთ, რომ გოდერძი თევზაძე დაკავებულ იქნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკიდურეს ზომებს მივმართავთ და 40 დღის შემდეგ მიცვალებულს ამოვთხრით და პოლიციასთან დავასვენებთ", - განაცხადა გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა.

დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.

myquiz