ნატა ფერაძემ მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა | Allnews.Ge

ნატა ფერაძემ მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა

თბილისის მერიასთან მოძრაობა "პარტიზანულმა მებაღეობამ" წუხელ მორიგი აქცია-პერფორმანსი გამართა. მონაწილეებმა სანთლებით სიმბოლურად ხე გამოსახეს და აანთეს.

როგორც ჟურნალისტებს "პარტიზანული მებაღეობის" ლიდერმა ნატა ფერაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნა უცვლელია - თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება. იგი თბილისის მერიას მოუწოდებს, მონოლოგის რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს.

ნატა ფერაძე მასშტაბურ საპროტესტო აქციასაც აანონსებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს აქცია იყოს ზავისკენ გადადგმული ნაბიჯი, თბილისის მერიამ ქმედითი ზომები უნდა მიიღოს. თუ როდის ჩატარდება მასშტაბური აქცია, მან არ დააკონკრეტა.

"პარტიზანული მებაღეობა" ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გასათავისუფლებლად ხელმოწერებსაც აგროვებს. აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა.

myquiz