28-30 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

28-30 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

28-30 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით იწვიმებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, დღეს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისშიც, იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექით, რა დროსაც შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

28-30 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში ასევე შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით და ქარი გაძლიერდება.

პერიოდულად მოსული წვიმის ნალექი ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს არ გამოიწვევს. შედეგად, 28-30 აგვისტოს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-36 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში - 31-33 გრადუსი; ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 28-30 გრადუსი; თბილისში 34 გრადუსია მოსალოდნელი.

29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპიროზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

myquiz